თენგიზ გუნავა: აბაშიძე-კარასინის ფორმატი არაფრისმომცემია

თენგიზ გუნავა, ზუგდიდში, დადიანების სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას სოციალურ ქსელში ეხმაურება

,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ წევრი თენგიზ გუნავა ხურჩა-ნაბაკევის გზის ჩაკეტვაზე კომენტარს აკეთებს
,,აღნიშნულ საკითხზე ხელისუფლებას გაცილებით ადრე უნდა ეზრუნა. ეს პროცესები დღეს და გუშინ არ დაწყებულა. ამ ყველაფერზე დიდი ხანია მიდის საუბარი. ფაქტია, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი არაფრისმომცემია. ადამიანებს შეეზღუდათ გადაადგილება და ჩაიკეტა ხურჩა- ნაბაკევის და ორსანტია-ოტობაიას დამაკავშირებელი გზები. ამ ყველაფრის გამო სკოლის მოსწავლეების ვერ ახერხებენ მიიღონ სრულყოფილი განათლება. ხელისუფლებას გაცილებით ადრე უნდა დაეწყო ამ საკითხზე მუშაობა და ზრუნვა. მათ მიერ აქამდე გადადგმული ყველა ნაბიჯი მხოლოდ წამგებიანი აღმოჩნდა. პრობლემა განსახილველად საერთაშორისო დონეზე გაცილებით ადრე რომ დამდგარიყო, ასეთ შედეგს არ მივიღებდით. მყისიერად იქნებოდა სახელმწიფო დეპარტამენტის და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გაკეთებული განცხადებებიც’’,- აცხადებს ტენგის გუნავა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს ელჩი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტს მიესალმება
შემდეგი სტატიაირაკლი აბესაძე : საზოგადოება კარგად ხედავს, ხელისუფლების მიზანს თავისუფალ მედიასთან მიმართებაში