თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი ბერიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ცერცვაძის მდგომარეობა არ შეცვლილა, აქვს ორმხრივი პნევმონია და დღის მეორე ნახევარში ტემპერატურის უმნიშვნელო მატება, აღენიშნება ხველა და ყელის ტკივილი.

როგორც გიორგი ბერიძე აცხადებს, თენგიზ ცერცვაძე ჟანგბადდამოკიდებული არ არის, თავს მხნედ გრძნობს და ინტერნეტის საშუალებით აქტიურად ეცნობა პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ ვითარებას.

შეგახსენებთ, თენგიზ ცერცვაძეს „კოვიდ-19“ 17 ნოემბერს დაუდასტურდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – კენჭისყრის წინასწარი მონაცემებით, როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატები