თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას ტემპერატურა აღარ აღენიშნება.

პრესსამსახურის ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძეს კვლავ აღენიშნება ორმხრივი პნევმონია, ყელის ტკივილი და ხველა, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა. ის მკურნალობას ინფექციურ კლინიკაში გადის.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 3 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 045 ადამიანი
შემდეგი სტატიამარიამ ჯაშს კორონავირუსი დაუდასტურდა