თენგიზ ცერცვაძემ დაავადების გავრცელების პიკის საკუთარი პროგნოზიც გააკეთა

„სამწუხაროდ გაჩნდება ციფრები იმ ძალიან საპატიო გრაფაში, სადაც გვიწერია 0 – ეს არის გარდაცვალების შემთხვევები, ლეტალობა. მაგრამ ჩვენ შევინარჩუნებთ დისტანციას ევროპის წამყვანი ქვეყნებისგან. ანუ, ჩვენთან იქნება მასობრივი გავრცელება, მაგრამ ეს იქნება ასეულები და არა ათასეულები და ათობით ათასეულები. ჩემი პროგნოზია, რომ პიკი იქნება 2-3 კვირაში, შენარჩუნდება კიდევ 3 კვირა და მერე წავა დაღმა”,-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა პირბადეების გამოყენების წესებზეც ისაუბრა.

„ცალსახად, ულაპარაკოდ უნდა ეკეთოს ინფიცირებულს, ავადმყოფს. ვინაიდან ის არის წყარო აი ამ ვირუსისა და ის ხველებისა და საუბრისას ამოაფრქვევს ვირუსის ნაწილაკებს და თუ პირბადე უკეთია, ეს პირბადე შეაკავებს ამ ნაწილაკების დიდ უმრავლესობას. მეორე. ასევე ცალსახად უნდა ეკეთოს სამედიცინო პერსონალს, ვინც ამ პაციენტს უვლის. ან ოჯახში პიროვნებას, ვინც ამ პაციენტს უვლის, არის მასთან ახლო კონტაქტში. მას უნდა ეკეთოს აუცილებლად. ექთანს, ექიმს, სანიტარს, მომვლელს. რაც შეეხება მოსახლეობას, ღია ჰაერზე, ქუჩებში არ უნდა ეკეთოთ, არავითარი აზრი არ აქვს. სადაც სოციალური დისტანცირების დაცვა შეიძლება, იქ არ უნდა ეკეთოს“, – ამბობს ცერცვაძე.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე: ინფორმაცია, თითქოს „ბე-ცე-ჟეს“ ვაქცინა კორონავირუსისგან იცავს სანამ ეს არ დადასტურდება, ეს მითია
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: თუ ხვალ ქუჩაში ფეხით მოსიარულე ზღვა ხალხი მივიღეთ, რა თქმა უნდა, ამის აკრძალვაც მოგვიწევს