თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ დაახლოებით 10 წელიწადში, მსოფლიო შიდსის ეპიდემიას დაამარცხებს და საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ეს მოხდება

თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ დაახლოებით 10 წელიწადში, მსოფლიო შიდსის ეპიდემიას დაამარცხებს და საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ეს მოხდება. ამის შესახებ მან „დილის შოუში“ საუბრისას განაცხადა.

„დღეს, შიდსით დაავადებულთა სისხლში ვირუსი არაა. ის მხოლოდ უჯრედშია. დაავადებულებს აძლევენ მედიკამენტს, რომელიც ორგანიზმიდან ვირუსს მთლიანად ვერ გამოდევნის, მაგრამ ის სისხლში განულებულია. თუ ვირუსი სისხლში არაა, ის, როგორც გადაცემის წყარო, განეიტრალებულია. ამიტომ, ვვარაუდობთ, რომ 2030 წლისთვის შიდსის ეპიდემია დამთავრდება და საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ეს მოხდება. ამასთან, ჩვენ ცალსახად ვიქნებით პირველი ქვეყანა, სადაც, ერთდროულად, ორი ეპიდემია დასრულდება – შიდსი და C ჰეპატიტი. საქართველო ლიდერი ქვეყანაა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესრულების კუთხით და ამას მიჰყვება შიდსის ეპიდემიაც“ – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ გეგელიას პასუხი ამირან გამყრელიძეს
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე: “კოვიდგადატანილები უნდა აიცრან”