თენგიზ ცერცვაძე – თავყრილობებს დღეს არ აქვს არავითარი გამართლება, თუნდაც ის იყოს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ზრუნვის საბაბით

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ლოკდაუნის არგამოცხადების პირობებში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის შეჩერების გზა არის მთელი საზოგადოებრივი აზრის მობილიზაცია, რომ ყველამ მკაცრად შეასრულოს გაწერილი რეგულაციები.

საუბარია პირბადეების ტარებაზე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, სოციალურ დისტანციაზე, ჰიგიენური წესების დაცვასა და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდებაზე.

„თუ რომელიმე მათგანის გაკეთება გარკვეული სპეციფიკის გამო, მხედველობაში მაქვს საარჩევნო და პოლიტიკური პროცესი, ვერ ხერხდება, თუმცა სასურველია, მოხერხდეს… დღეს არავითარი გამართლება არ აქვს ხალხმრავალ თავყრილობებს, თუნდაც ის კეთდებოდეს კეთილი ზრახვებით და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ზრუნვის საბაბით“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი – ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხარდაჭერა დემოკრატიული განვითარების, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია
შემდეგი სტატია“სააკაშვილისა და გუბაზისეული სცენარით მაიკ პომპეოს დახვედრა საქართველოსთვის კიდევ ერთი დარტყმის მიყენების მცდელობა იქნება”