თენგიზ ცერცვაძე: შეზღუდვების შემსუბუქებას ორივე ხელით მივესალმები

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანამ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციას შეზღუდვებით უკვე მიაღწია და მთავრობას ახლა შეუძლია შეზღუდვები შეამსუბუქოს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„შეზღუდვების შემსუბუქებას პირადად მე, ორივე ხელით მივესალმები, რადგან ეკონომიკას და ადამიანებს უჭირთ. შეზღუდვების სრული მოხსნა, მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, როგორ შევასრულებთ რეგულაციებს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიხორბლის გაძვირების გამო მთავრობა ფქვილის ფასის სუბსიდირებას 15 ლარამდე ზრდის
შემდეგი სტატია7 მილიონი ლარი გაიფლანგა – შუშანია გელათის გადახურვაზე