თენგიზ ცერცვაძე: შესაძლოა სულაც საყოველთაო ვაქცინაცია გამოცხადდეს, აბა ხომ არ გავაფუჭებთ ვაქცინას?!

“შესაძლოა სულაც საყოველთაო ვაქცინაცია გამოცხადდეს, აბა ხომ არ გავაფუჭებთ ვაქცინას?! “– ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

ცერცვაძის თქმით, ახლა შეიძლება ვაქცინის სიჭარბე შეიქმნას

“ახლა იქნება ვაქცინის უწყვეტი მოდინება. მადლობა ღმერთს, დამთავრდა ის პერიოდ, როდესაც გვსაყვედურობდნენ, რომ საქართველოს ვაქცინა ვერ შემოაქვსო. ახლა პირიქით, ვაქცინის სიჭარბე შეიძლება შეიქმნას. უკვე განიხილება, რომ ასაკობრივი ცენზი შეიცვალოს. თავიდან არ იყო გათვლილი, რომ 65 წელს ზემოთ ადამიანები აცრილიყვნენ ექიმებთან ერთად, მაგრამ კარგი გადაწყვეტილება იყო, აბა ხომ არ გავაფუჭებთ ვაქცინას. რა მოხდა, აიცრან პარალელურად ექიმებიც და 65 წელს გადაცილებული პირებიც. თუ ამანაც ვერ შეავსო და ვერ გახარჯა ის დოზები, რაც არის, მაშინ სავარაუდოდ კიდევ დაიწევს ასაკი ან სულაც საყოველთაო ვაქცინაცია გამოცხადდება”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი: შენიშვნების მიუხედავად, ამერიკის მთავარი გზავნილი ის არის, რომ ჩვენი პარტნიორობა გრძელდება
შემდეგი სტატიაპავილიონისი დანიელსონზე: ის არის ადამიანი, ვისაც შეიძლება ენდოთ, გთხოვთ , იმედებს ნუ გაგვიცრუებთ