თენგიზ ცერცვაძე – შემოდგომაზე მოსალოდნელი ვირუსები გაართულებს ეპიდვითარებას, იქნება გრიპის პიკი, მაგრამ ამას გავუმკლავდებით

region
ავტ.: region სექტემბერი 15, 2020 16:39

თენგიზ ცერცვაძე – შემოდგომაზე მოსალოდნელი ვირუსები გაართულებს ეპიდვითარებას, იქნება გრიპის პიკი, მაგრამ ამას გავუმკლავდებით

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, შემოდგომაზე მოსალოდნელი ვირუსები გაართულებს „კოვიდ-19“-ის მართვას და ზოგადად ეპიდვითარებას.

თუმცა, ცერცვაძის თქმით, გადაჭარბებული საფრთხის მოლოდინი არ უნდა შეიქმნას.

„დიახ, იქნება გრიპის პიკი, ცუდია, რომ თანხვედრა იქნება, მაგრამ ამას გავუმკლავდებით. ჩვენ გვაქვს კარგად გმართული სადიაგნოსტიკო სისტემა, ლაბორატორიული „პისიარ“ ტესტებით და სხვა მეთოდებით. სხვა მეთოდებს ძირითადად გრიპისთვის ვგულისხმობ. დღეში 10-11 000 გამოკვლევა ტარდება კოვიდზე. საჭიროების შემთხვევაში, გრიპზეც ჩატარდება ამდენი გამოკვლევა, როცა დაიწყება გრიპის სეზონი. იოლად მოხდება ლაბორატორიულად გრიპის და კოვიდის დიფერენცირება. ეს მოხდება 12 საათის განმავლობაში, ასევე, დიფერენცირებულად მოხდება ამ პაციენტების ტრიაჟი კლინიკებში“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ამასთან, ცერცვაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით შემუშავებული რეგულაციების შესრულება მოქალაქეებს სეზონური გრიპისგანაც დაიცავს.

„თუ იქნა, მე მგონია, არ იქნება, მაგრამ იცავს პანდემიური გრიპისგანაც. მაგალითად, როგორიც იყო ბოლოს 2009-2010 წლებში ე.წ. ღორის გრიპი. რეგულაციები და პრევენციული ღონისძიებები აბსოლუტურად ერთნაირია. ექიმებმა შეიძინეს ძალიან სერიოზული გამოცდილება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კოინიკური მართვის მენეჯმენტის მხრივ პრობლემა არ იქნება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

region
ავტ.: region სექტემბერი 15, 2020 16:39