თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში კორონავირუსით დაავადებული მესამე პაციენტის პირველ ტესტს უარყოფითი შედეგი აქვს

„პირველ დადასტურებულ შემთხვევას, იქ გვაქვს ასეთი სიტუაცია. გუშინ ავიღეთ პირველი ანალიზი, რომელიც იყო უარყოფით. დღეს განმეორებით ანალიზი გამოვიდა სუსტი დადებითი, ანუ ინფექციის ნიშნები ჯერ კიდევ არის, რის გამოც ამ პაციენტის გაწერა რამოდენიმე დღით გადაიდო. მაგრამ გვაქვს სხვა სასიხარულო ინფორმაცია, რომ რიგით მესამე პაციენტი, ასევე ირანში დაინფიცირებული და ამ პირველთან ერთად, აი მას პირველი ტესტი დღეს უარყოფითი აქვს. ხვალ კიდევ გაუკეთდება, როგორც წესია და თუ ამ პირველისგან განსხვავებით ხვალაც უარყოფითი იქნა, მაშინ ისე გამოვა, რომ გაწერაში ის მესამე გაასწრებს პირველს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ექვსი პირის ტესტის პასუხს ელოდებოდნენ, საიდანაც სამი დადებითი აღმოჩნდა, სამი კი უარყოფითი.

„ასევე აღებულია ცხრა ადამიანის მასალა, რომლის პასუხებიც იქნება გვიან ღამით. ახლად გამოვლენილი შემთხვევიდან, ერთი პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება, ორი კი სხვა მიმღებებშია განთავსებული“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 33 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან სამი დღეს გამოვლინდა.

 

 

banner
წინა სტატიაშიპოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საელჩო ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიამეუფე მელქისედეკი აშშ-ს მადლობას უცხადებს ლუგარის ლაბორატორიის აშენებისთვის