თენგიზ ცერცვაძე: საქართველო ერთ თვეში ვაქცინას მიიღებს

“საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, მის მსგავს ქვეყნებს შორის, რომელიც მიიღებს ვაქცინას. ეს შესაძლოა, მოხდეს ერთ თვეში. ხოლო შემდეგი პარტიის მიღება იგეგმება არაუგვიანეს პირველი კვარტლის ბოლოს, ანუ არაუგვიანეს მარტის ბოლოს. ეს იქნება გაცილებით უფრო დიდი რაოდენობა – ასეული ათასი, ნახევარი მილიონი ან უფრო მეტი. რამდენადაც ვიცი, ეს იქნება სავარაუდოდ „ასტრაზენეკა“, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არ არის. „ასტრაზენეკა“ საქართველოსთვის ოპტიმალურია – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით განუცხადა.

banner
წინა სტატიაშინატო ჩხეიძე: „ვაშინგტონ პოსტს“, როდესაც ტრამპის მაგალითი მოჰყავს და რაღაც კუთხით ბიძინა ივანიშვილს ადარებს, „ქართული ოცნების“ წევრები ამას კარგად უნდა დაუკვირდნენ
შემდეგი სტატიაბერმა წოდება დამალა, ქალთან ფარულად იცხოვრა და შვილზეც უარი თქვა