თენგიზ ცერცვაძე: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხი თუ დადგება, მე მხარს დავუჭერ

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხი თუ დადგება, მე მხარს დავუჭერ, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, დე-ფაქტო საგანგებო მდგომარეობა ცალკეულ კომპონენტებში საქართველოში უკვე არის.

​„ბევრმა ქვეყანამ უკვე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, მათ შორის იმ ქვეყნებმაც, სადაც ინფიცირებულთა მაღალი მატებაა და ისეთებმაც, სადაც ასე არ არის.

ჩვენთან ჯერჯერობით ხელისუფლება მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არის, თუმცა აფრთხილებს ხალხს, რომ შესაძლოა, ეს აუცილებლობა ყოველდღე დადგეს. დე-ფაქტო საგანგებო მდგომარეობა ცალკეულ კომპონენტებში, არა ყველაფერში, ჩვენთან უკვე კარგა ხანია, არის. საგანგებო მდგომარეობა მეტი კი არაფერია, თუ შენ შეზღუდავ მიმოსვლას, გააუქმებ სპორტულ ღონისძიებებს, კაფე-ბარებში მუშაობას, სამარშრუტო ტაქსებით მიმოსვლას – ეს ნაწილია საგანგებო მდგომარეობის. უბრალოდ, არ ჰქვია ამას ჯერ საგანგებო მდგომარეობა და არ გამოიყენება ვთქვათ ჯარი და პოლიცია, იძულებითი ღონისძიებები.

ჯერჯერობით ის ღონისძიებები, რომელიც არის საგანგებო მდგომარეობის შემადგენელი ნაწილი, ჩვენთან ხორციელდება იძულების გარეშე, სამოქალაქო პასუხისმგებლობის იმედით, რომ იქნება სათანადო დონეზე გამოვლენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. თუ დადგა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხი, მე მხარს დავუჭერ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე: ექვსი თუ შვიდი მედიკამენტიდან, რომლებიც გამოცდას გადიოდა ჩინეთში, იტალიაში, აშშ და სხვაგან, ერთის გარდა ყველა გვაქვს
შემდეგი სტატიაეპიდემიის პირობებში არჩევნები არ უნდა ჩატარდეს და არ ჩატარდება