თენგიზ ცერცვაძე – როდესაც ჩვენ ტესტირების რაოდენობა ორჯერ გავზარდეთ, გამოვავლენთ ორჯერ მეტ ინფიცირებულს, ხოლო გამოუვლენელი დარჩება ცოტა და მიზანიც სწორედ ეს არის

მაჩვენებლის თავდაპირველი ზრდა არ ნიშნავს სიტუაციის გაუარესებას. ტესტირების გაზრდა, რომელიც დღეს მთავარი სტრატეგიაა ყველა წარმატებული ქვეყნისთვის, ის თავის თავში გულისხმობს, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება. სწორედ ამიტომ ვაკეთებთ გაზრდილი რაოდენობის ტესტებს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გაზრდილი რაოდენობის ტესტები კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ყველა ინფიცირებულის გამოვლენა და მკურნალობა.

„გუშინ თუ ჩვენ ვაკეთებდით 10 000 – 12 000 ტესტს და საშუალო ევროპული ქვეყნების დონეზე ვიყავით ტესტირების რაოდენობით , ვავლენდით 3 000 ინფიცირებულს, კიდევ 2 000 – 3 000 იყო გამოუვლენელი. ახლა, როდესაც ჩვენ ტესტირების რაოდენობა ორჯერ გავზარდეთ, ჩავდექით ევროპის ლიდერი ქვეყნების დონეზე, გამოვავლენთ ორჯერ მეტს, გამოუვლენელი დარჩება ცოტა და სწორედ ეს არის მიზანი. იმ გამოვლენილს მივხედავთ“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი – შვიდი პარტიის წინადადებების პაკეტში ორი ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ერთს აღვიქვამთ, როგორც ხელისუფლებასთან გარიგების ფორმულას
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე: ეს ახალგაზრდა ჯანდაცვის მინისტრი რამდენ ფრონტზე იბრძვის და უკვე რამდენს მიაღწია