თენგიზ ცერცვაძე რეანიმატოლოგ ვახტანგ კალოიანს აკრიტიკებს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი და კოვიდის მართვის კლინიკური საბჭოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე რეანიმატოლოგ ვახტანგ კალოიანს აკრიტიკებს და დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

ცერცვაძე ამტკიცებს, რომ ტყუილია, თითქოს რეგიონული კლინიკების მედიკამენტებით უზრუნველყოფა ვერ მოხერხდა.

“სამწუხაროდ ანგაჟირებული ე.წ. ექსპერტები და ჩასაფრებული ადამიანები არ თაკილობენ ამ თემით სპეკულირებას, რაც დამთრგუნველად მოქმედებს COVID პანდემიის გამო ისედაც სტრესულ მდგომარობაში მყოფ მოსახლეობაზე. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ცნობილი ექიმი რეანიმატოლოგი ბ-ნი ვახო კალოიანი, რომელიც ა.წ. 31 აგვისტოს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, უაპელაციოდ აცხადებს, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ქვეყნის მომარაგება ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტით და რომ რეგიონებში ამ პრეპარატის გამოყენება თითქმის არ ხდება, რადგან ცუდად არის ორგანიზებული ინფორმაციის გაცვლა კლინიკურ ჯგუფსა და რეგიონულ ჰოსპიტლებს შორის?! როგორც ჩანს ბ-ნმა კალოიანმა სულ დაკარგა თავმოყვარეობა და ელემენტარული სინდისის გრძნობა და მის დემაგოგიას საზღვარი არ აქვს. ის ცდილობს თავი წარმოაჩინოს ლამის ტოცილიზუმაბის მთავარ მოამაგედ, მაშინ როდესაც ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ტოცილიზუმაბის დეფიციტია და მას ყველა COVID კლინიკა დღემდე არ იყენებს, პირადად ბ-ნი ვახო კალოიანის და მისი თანამოაზრეების გამიზნული, მავნებლური ქმედებების პირდაპირი შედეგია. ხოლო რასაც იმ ამბობს, ყველაფერი ტყუილია, დიდი ტყუილი, უსინდისო ტყუილი”, – წერს ცერცვაძე Facebook-ზე.

banner
წინა სტატიაშიხელში გვაკვდებიან პაციენტები, რომლებსაც ვპირდებოდით რომ ყველაფერი კარგად იქნება – ექიმის ემოციური პოსტი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილმა მადლენ ოლბრაიტთან ონლაინ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზად არის, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში