თენგიზ ცერცვაძე: ქვეყანას დასჭირდება, იფიქროს შეზღუდვებზე, მე ძალიან არ მინდა, რომ ეს დღე დადგეს

იმედს გამოვთქვამ, რომ კლინიკური სექტორი, ჯანდაცვის სამინისტრო მოახდენენ პატარა სასწაულს და ამ ძალიან გართულებულ ეპიდსიტუაციაში პაციენტების მართვას მოახერხებენ, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ცერცვაძე შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავს.

„დღეს ჩვენ 5400 ჰოსპიტალიზებული პაციენტი გვყავს. ძალიან დიდი რაოდენობაა, მაგრამ სამინისტრო აცხადებს, რომ კიდევ 1000 მძიმე პაციენტის მიღების შესაძლებლობა აქვთ, თუმცა დადგება რაღაც ზღვარი, რომლის იქითაც კლინიკური სექტორი დიდი დანაკარგების გარეშე მართვას ვეღარ უზრუნველყოფს. ასეთ შემთხვევაში ქვეყანას დასჭირდება, იფიქროს შეზღუდვებზე. მე ძალიან არ მინდა, რომ ეს დღე დადგეს. იმედს გამოვთქვამ, რომ კლინიკური სექტორი, ჯანდაცვის სამინისტრო მოახდენენ პატარა სასწაულს და ამ ძალიან გართულებულ ეპიდსიტუაციაში პაციენტების მართვას მოახერხებენ და სიკვდილიანობის შენარჩუნებას იმ დაბალ მაჩვენებელზე, რომელიც დღეს გვაქვს. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ჯერ მასობრივი ვაქცინაცია არ არის“, – განაცხადა ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: 3%-ს მივიღებთ თუ 83%-ს, თვითმმართველობის შედეგიდან გამომდინარე რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება
შემდეგი სტატიაცერცვაძე: ნუ ჩავიციკლებით „ფაიზერზე“ ავიცრათ ნებისმიერი ვაქცინით