თენგიზ ცერცვაძე: პირველი პაციენტი განმეორებით ტესტზე უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ დღეს ბინაზე გაეწერა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი განმეორებით ტესტზე უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ დღეს ბინაზე გაეწერა.
„ზოგ ქვეყანაში არის ეს წესი, ზოგან არა. ზოგ ქვეყანაში პაციენტებს, რომლებიც გამოჯანმრთელებულად ითვლებიან, წერენ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ის განკურნებულია, თავისუფალია. ჩვენთან შევიმუშავეთ ასეთი წესი, რომელიც სავარაუდოდ უფრო სწორი – პაციენტი ორი კვირის მანძილზე იქნება თავის ბინაზე თვითიზოლაციაში, არ გავა არც სამსახურში, არც შევა სხვებთან კონტაქტში. ამის საფუძველი მოგვცა ჩინურმა გამოცდილებამ, სადაც რამდენიმე ასეული პაციენტი, რომელიც ეგონათ გაჯანმრთელებული და გაეწერა, შემდეგ აღენიშნათ ხელახლა სიმპტომები და შეაბრუნეს კლინიკებში. ჯერ არ იციან, არ იყო ბოლომდე გამოჯანმრთელება, იყო ვირუსის მტარებელი და შემდეგ შეუბრუნდა, თუ ხელახლა დაინფცირდნენ. ვიდრე ეს არ დაგვიდგენია, ვიჩენთ სიფრთხილეს და გაწერილ პაციენტებს ორი კვირით მოვათავსებთ თვითიზოლაციაში“ ,- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში 45 პაციენტი იმყოფება, ინფიცირებულების რაოდენობა არ შეცვლილა და 33-ს შეადგენს. მათგან 28 ინფექციურში მკურნალობს, 3 საჩხერეში და ორი სხვადასხვა მიმღებ კლინიკაში.

12 პაციენტს აქვს პნევმონია, 4 ითვლება პრობლემურად, ყველაზე მძიმე ვინც, იყო პიკი გაიარა და გაუმჯობესებისკენ წავიდა.

 

banner
წინა სტატიაშინიკა ანთიძის ინიციატივა
შემდეგი სტატიატედროს გებრეიესუსი: ყველაზე ეფექტიანი არის გადაცემათა ჯაჭვის გაწყვეტა