თენგიზ ცერცვაძე: პირბადის ტარება გამოდგა ბევრად ეფექტური საშუალება ვიდრე ჯანდაცვის მუშაკებს ეგონათ

თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ პირბადის ტარება გამოდგა ბევრად ეფექტური საშუალება ინფექციის გადაცემის პრევენციისათვის, ვიდრე ჯანდაცვის მუშაკებს ეგონათ.

„გახსოვთ დრო, როცა ამბობდნენ, რომ პირბადე არ არის გარანტირებული დაცვა ინფექციის გადაცემისგან. არა, პრაქტიკულად, გარანტირებული დაცვაა. იმაზე მეტად გარანტირებულია, ვიდრე გვეგონა. ამიტომ ახლა უმთავრესი არის, რომ მოსახლეობამ ატაროს პირბადეები, დაიცვას სოციალური დისტანცია. დანარჩენი, რაც შეეხება ვაქცინის შემოტანას და რაც შეეხება შეზღუდვების მოხსნას, მოსახლეობა პირბადეების ტარებას მასობრივად თუ გააგრძელებს, უბრალოდ, დროის ამბავია, ვაქცინის შემოტანაც და შეზღუდვების მოხსნაც. ხანგრძლივი დროის ამბავი არაა, უმოკლეს დროში მოხდება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიცერცვაძე: ორ-სამ კვირაში, სავარაუდოდ, ყველა შეზღუდვა მოიხსნება
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: ორი ტიპის ვაქცინაზეა საუბარი – ეს არის „ფაიზერი“ მეორე კი ​„ასტრაზენეკა“