თენგიზ ცერცვაძე: ფილტვების ანთება არ ემართებათ თქვენს ირგვლივ?!

“ვინაიდან, ნაკლებია იმის მოლოდინი, რომ უახლოეს დროში სულ გაქრება ინფექცია და საქართველოში არც ერთი ინფიცირებული არ გვეყოლება, ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოში ყოველდღიურად ინფიცირებულების რაოდენობა დაბალ ნიშნულზე იყოს, როგორც ნებისმიერი სხვა ინფექცია.

ფილტვების ანთება არ ემართებათ თქვენს ირგვლივ?! მაგრამ ეს არ არის მასიური, ასეულები და ათასეულები. ასე უნდა იყოს ამ დაავადების მიმართაც, ამ დაავადების რაღაც რაოდენობა შენარჩუნდება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს იმდენი, რომ მან საზოგადოებრივი ცხოვრების პარალიზება მოახდინოს. ამას ჰქვია, ვისწავლოთ ცხოვრება კოვიდთან ერთად“, – განუცხადა ჟურნალისტებს თენგიზ ცერცვაძემ, რომელმაც გორის სამხედრო ჰოსპიტალი მოინახულა.

თენგიზ ცერცვაძე გორის სამხედრო ჰოსპიტალში მედპერსონალს შეხვდა და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. კერძოდ, ჰოსპიტალში დანერგილ ინოვაციას – კოვიდისინფექციის თანმხლები დაავადებების მართვის ჯგუფის საქმიანობას. წარმატების შემთხვევაში ეს ინოვაცია შესაძლოა სხვა კლინიკებშიც დაინერგოს.

ამ დროისთვის ჰოსპიტალის ბოქსირებულ და ნახევრად ბოქსირებულ პალატებში მკურნალობას კოვიდინფიცირებული 49 პაციენტი გადის. რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ერთის კი კრიტიკული. მას ჰემორაგიული ინსულტი აქვს და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მძიმე პაციენტთაგან სამხედრო არც ერთი არ არის. თენგიზ ცერცვაძემ პაციენტები მოინახულა.

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 111 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში ინფიცირების 420 შემთხვევა დადასტურდა.

banner
წინა სტატიაშიფოთის ჰოსპიტალში ორი პაციენტი მოათავსეს
შემდეგი სტატიატრანსპორტის განვითარების სააგენტოს უფროსი: „ზოომარტმა“ M2 კატეგორიის ტრანსპორტის გადაადგილების ნებართვაზე განაცხადი დღეს შემოიტანა და თანხმობა რამდენიმე წუთში მიიღო