თენგიზ ცერცვაძე: პიკის მომენტში ქვეყანაში ათასზე მეტი ინფიცირების შემთხვევა არ იქნება დადასტურებული

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ პიკის მომენტში ქვეყანაში ათასზე მეტი ინფიცირების შემთხვევა არ იქნება დადასტურებული.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „ჯანმრთელობის ფორმულას“ ეთერში განაცხადა, აპრილის ბოლოს ინფექციონისტები კორონავირუსის გავრცელების პიკს ელოდებიან, ხოლო შემდეგ ორკვირიან პლატოს, რის შემდეგაც დაიწყება ინფიცირებულთა კლება.

„ჩვენ ვამბობდით, რომ 2-3 კვირაში იქნებოდა პიკი. ეს მართლდება, პიკს მოველით თვის ბოლოს. შემდეგ ველოდებით პლატოს, ორკვირიანი ალბათ და მერე წავა დაღმავალი გზით, რამდენი იქნება პიკის მომენტში – ეს ძნელი სათქმელია, მაგრამ ჩემი აზრით, ამ ტემპებიდან გამომდინარე, არ იქნება დრამატული მომატება, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ათას შემთხვევას არ უნდა გადასცდეს”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით ქვეყანაში ინფიცირების 456 შემთხვევაა დაფიქსირებული – აქედან 139 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 გარდაიცვალა.

ქვეყანაში პირველი ინფიცირების შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

 

https://youtu.be/M3MD9d_KPeY

 

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სასურსათო პაკეტის დარიგება გრძელდება
შემდეგი სტატიაგიორგი ტყემალაძე: „თბილისის საკრებულო სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების კამპანიას აგრძელებს”