თენგიზ ცერცვაძე – მოსახლეობას შეუძლია, მშვიდად იყოს, მაგრამ ზედმეტად არ გავთამამდეთ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, კლინიკური ჯგუფის წარმომადგენელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მთელ მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების ზრდის ტენდენცია აღინიშნება. მისივე თქმით, შემთხვევების ზრდა ფიქსირდება საქართველოშიც.

თუმცა, ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოში ევროპის და ამერიკის რეგიონთან შედარებით, ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით ვირუსის ყველაზე მცირე შემთხვევებია.

მიუხედავად ამისა, ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში წინა პლანზე გადმოდის გაზრდილი რაოდენობით ინფიცირებულების კლინიკური მართვის საკითხი, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო გაუმჯობესდეს პაციენტების კლინიკური მენეჯმენტის პროცესი.

„საქართველო ბოლომდე ვერ ასცდებოდა ამ ტენდენციას და საქართველოშიც აღინიშნება ზრდა, თუმცა, მინდა, ისიც იცოდეთ, რომ საქართველო კვლავ რჩება ევროპის და ამერიკის რეგიონში „კოვდი-19“-ის შემთხვევების მიხედვით ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით ყველაზე მცირე შემთხვევებია.

მაგრამ ვინაიდან მაინც აღინიშნება შემთხვევების ზრდა, წინა პლანზე გამოდის გაზრდილი რაოდენობით ავადმყოფების კლინიკური მართვის საკითხი.

საქართველო მყარად ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, სადაც ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით ლეტალური შემთხვევების რიცხვი ყველაზე ნაკლებია, თან ბევრად ნაკლები, ვიდრე ევოპის და ამერიკის ქვეყნებშია. სულ ხუთი გარდაცვლილი ყოველ მილიონ მოსახლზე. ეს ასე განსაჯეთ ნაკლებია იმაზე, ვიდრე გვქონდა ე.წ. ღორის გრიპის პანდემიის დროს 9-10 წელში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობას ჰქონდეს განცდა, რომ ის არის დაცული, მის უსაფრთხოებაზე ზრუნავს სახელმწიფო, ჯანდაცვის სისტემა და რომ ეს სისტემა გამართულად მუშაობს, სხვანაირად ასეთი შედეგები ვერ დაიდებოდა. მიუხედავად ამისა, იცით, რომ სრულყოფილი არაფერია. პოზიტივზე ძალიან ცოტა იყო საუბარი დღევანდელ შევხედრაზე, საუბარი იყო გამოწვევებზე და იმაზე, თუ რით შეიძლება კიდევ უფრო გაუმჯობესდეს პაციენტების კლინიკური მენეჯმენტის, კლინიკური მართვის პროცესი.

პრემიერმა სერიოზული დავალებები მისცა ჯანდაცვის სამინისტროს და კლინიკურ ჯგუფს, რომელიც უახლოეს პერიოდში შესრულდება. კოვიდის პირობებში ძალიან ძნელია, რაღაც გარანტიების გაცემა, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ჩვენ შევეცდებით, შევინარჩუნოთ გაჯანმრთელების ძალიან მაღალი პროცენტი და სიკვდილობის მცირე რიცხვი.

ასე რომ, მოსახლეობას შეუძლია იყოს მშვიდად, მაგრამ მშვიდად ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ უგულებელყოს ის რეგულაციები, რომელიც არის მთავრობის მიერ და არ დაიცვას საჭირო უსაფრთხოების ზომები, ზედმეტად გავთამამდეთ. ზედმეტად გათამამებამ მიგვიყვანა სწორედ ამ შემთხვევების გარკვეულ ზრდამდე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ჩვენთვის მთავარია მოქალაქის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ეკონომიკა
შემდეგი სტატიარუსთავი 2-ის ჟურნალისტს COVID-19 დაუდასტურდა