თენგიზ ცერცვაძე – მე ვრჩები თანამდებობაზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ის თანამდებობაზე რჩება. ამის შესახებ ცერცვაძემ საქართველოს პირველის არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

კითხვაზე, რჩება თუ არა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობაზე, ცერცვაძემ განაცხადა, რომ რჩება.

ცერცვაძის განცხადებით, მან საზოგადოებისგან უპირობო მხარდაჭერა იგრძნო.

„დიახ, ვრჩები. ერთი, რამაც მაფიქრებინა, რომ ის განცხადება ემოციური იყო და შეიძლება, საქმისთვის და ქვეყნისთვის სჯობს, დავრჩე არის ის, რომ ძალიან საინტერესო იყო რეაქცია. მე რომ მეგონა თავიდან, მთელი ქვეყანა დაინგრა და ჩემს წინააღმდეგ არის, აღმოჩნდა, რომ ეს არის საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი, იმდენად მცირე, რომ მე ეს განწყობები და მსგავსი შეფასებები ვერსად ვიგრძენი, ვერც სამსახურში, ვერც ყოფით პირობებში. საზოგადოებისგან ვიგრძენი ცალსახა და უპირობო მხარდაჭერა, ამან მაფიქრებინა, რომ მე კი არ უნდა ვტოვებდე სამსახურს, ეს ხალხი უნდა ტოვებდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – უკრაინაში ომის დამთავრებას ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ომის შედეგები განსაზღვრავს მომავალ დღეებს მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის საქართველოსთვის
შემდეგი სტატიასენატორი ჯეიმს რიში – ვგმობთ გუშინდელ უკანონო არჩევნებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში და ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას