თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა უკვე არსებობს, თუმცა მას გამოცდა სჭირდება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა უკვე არსებობს, თუმცა მას გამოცდა სჭირდება.მისი თქმით, „პლაქველინი“ არის მედიკამენტი, რომელსაც იყენებენ საქართველოშიც და რომელსაც რეკომენდაციას უწევენ აშშ-ში.

„ვაქცინა უკვე არსებობს, მაგრამ გამოცდას დასჭირდება ერთი წელი. მედიკამენტებს რაც შეეხება – 15 მედიკამენტია, ცდიან სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა სპეციალისტები. ვაანალიზებთ ამ შედეგებს – ვიღაცა რომ რაღაცას იტყვის ხოლმე, ასი იმდენი გვაქვს წაკითხული და შეჯერებული. ის ვიღაცა ერთს ნახავს და გამოიტანს იმას სააშკარაოზე. არ არსებობს ოფიციალური ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტი – თუნდაც ამერიკის FDA-ც კი ამბობს, რომ არ არსებობს სარწმუნო პრეპარატი. ყველა ქვეყანა თავის პრეპარატს ლობირებს – აქედან აშშ-ის პრეზიდენტი ყველაზე სერიოზული ძალაა, რომელთანაც ყველაზე სერიოზული სპეციალისტები მუშაობენ – მან გააკეთა განცხადება, რომ არსებულიდან აირჩიეს „პლაქველინი“ და მოუწოდა ყველას, რომ ეს იხმარონ. ის თითქმის არის დამტკიცებული FDA-ის მიერ, თუმცა ტრამპი და მისი მრჩევლები უკვე ამბობენ, რომ ის კარგად მოქმედებს. ამ მედიკამენტს იღებდა ყველა პაციენტი. ეს არის პირველი, მაგრამ არა ერთადერთი. მაგალითად, ჩინეთში სხვა მედიკამენტს უწევენ რეკომენდაციას. არ ვიცით, შეიძლება ამ სხვა მედიკამენტმა აჯობონ, მაგრამ ამ მონაცემებით ხლოროფინი, ე.წ. პლაქველინი ყველას ჯობია”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 90 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 16 პაციენტი უნდა გამოჯანმრთელდ

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე: გამორიცხულია, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ ყველა ადამიანს კორონავირუსი გადაედოს
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი: ნუ ანიჭებთ მნიშვნელობას არარაობებს, რომლებმაც თავის დროზე მედინიცაც მოკლეს ქვეყანაში