
„კორონავირუსის კრიზისის მართვაში დარტანიანის როლს თუ ვინმე ასრულებს ეს არის გახარია და ჩვენ სამი (ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, თენგიზ ცერცვაძე) როლებს როგორ გავინაწილებთ არ მინდა რომ ვთქვა, რადგან ყველა აირჩევს ათოსს და ეს ასე არ არის, ისე არამისობას პაატას მივცემდი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
„როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული მაუწყებელი და მკითხველს ქართველ ეპიდემიოლოგებზე უამბობს.



















