თენგიზ ცერცვაძე – კორონავირუსი იმუნიტეტს ყველა პაციენტში არ ტოვებს

region
ავტ.: region დეკემბერი 21, 2020 15:00

თენგიზ ცერცვაძე – კორონავირუსი იმუნიტეტს ყველა პაციენტში არ ტოვებს

ითვლება, რომ გადატანილი დაავადება იმუნიტეტს ტოვებს, მაგრამ არა პაციენტების 100%-ში. ზოგიერთ პაციენტში, შეიძლება, მან არ დატოვოს იმუნიტეტი, ან დატოვოს სუსტი იმუნიტეტი.

ამბობენ, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მძიმედ მიმდინარეობდა ვირუსი, მაგრამ პირდაპირი კავშირი მაინც არაა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „დღის შოუში“ საუბრისას განაცხადა.

„შეიძლება, პაციენტს მყარი იმუნიტეტი დარჩეს, ან ნაწილობრივ სუსტი იმუნიტეტი და შეიძლება, საერთოდ არ დარჩეს. ის, ვისაც საერთოდ არ დარჩება იმუნიტეტი, რეინფიცრების კანდიდატია, ხოლო მათ, ვისაც იმუნიტეტი დარჩებათ, და ასეთია დიდი უმრავლესობა, მათ ვირუსი არ უნდა დაემართოთ. რაც შეეხება პერიოდს, რა დროის განმავლობაშიც იმუნიტეტი იცავს ადამიანს ხელახალი ინფიცრებისგან: სახელდება თვეების სხვადასხვა რაოდენობა, მაგრამ სამი თვით მაინც იცავს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძე იმ ადამიანებს, რომელთაც კორონავირუსი გადაიტანეს, ურჩევს, მაინც ატარონ პირბადე და დაიცვან ჰიგიენის ნორმები, რადგან, შესაძლოა, ვირუსის მექანიკური გადამტანები მაინც იყვნენ.

region
ავტ.: region დეკემბერი 21, 2020 15:00

Google სტატისტიკა


5,195
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics