თენგიზ ცერცვაძე: ჯერჯერობით ადგილი აქვს შემთხვევების მატებას და არა აფეთქებას

ჯერჯერობით ადგილი აქვს შემთხვევების მატებას და არა აფეთქებას. თუ ადრე იმატებდა ორი-სამი და ხუთი შემთხვევით, ახლა საშუალოდ 10-15 შემთხვევით იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა და ეს არ არის აფეთქება, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში განაცხადა.

„ეს აბსოლუტურად მოსალოდნელი და მისაღები დინამიკაა ეპიდემიის განვითარებისთვის და ზრდა, ათეულების დონეზე შენარჩუნდება. საერთო რაოდენობა იქნება ასეულები, შესაძლოა, ერთი-ორი ათასიც, მაგრამ არავითარ შემთვევაში არ გვექნება ინფიცირების ათეულ ათასი შემთხვევა. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო შეინარჩუნებს საპატიო დისტანციას ევროპის სხვა ქვეყნებიდან“-აცხადებს ცერცვაძე.

banner
წინა სტატიაშისადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავება გრძელდება
შემდეგი სტატიათელავსა და გურჯაანში აგრარული ბაზარი დაიკეტება