თენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის მინისტრზე: პირადი ურთიერთობა კარგი არ იყო, ახლა ნორმალურია

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მუშაობით კმაყოფილია, თუმცა მათი პირადი ურთიერთობა კარგი არ იყო.

ცერცვაძის თქმით, ამ ეტაპზე ტიკარაძესთან ნორმალური ურთიერთობა აქვს.

„დიახ კმაყოფილი ვარ. ვიცი კრიტიკული შენიშვნები, ვიცი დაპირისპირებები, მაგრამ ისიც ვიცი, რა შეუძლია ჯანდაცვის მინისტრს და სამინისტროს. რას ვაკეთებდით წინათ, სხვა ჯანდაცვის მინისტრების პირობებში.

მიმაჩნია, რომ მეტის გაკეთება ძნელია. კმაყოფილი მე თუ მკითხავთ პირადად არ ვარ, ჩვენი პირადი ურთიერთობა კარგი არ იყო, ახლა ნორმალურია. განცხადებით მივმართე, ვტოვებდი სამსახურს. მიზეზი სხვადასხვა ფაქტორები იყო, ძირითადად დაკავშირებული იყო იმასთან, რომ 10 წელია შენობა არ გვაქვს. არაადამიანურ პირობებში გვიწევდა მუშაობა.

კოვიდის ფლაგმანი ვიყავით, ფლაგმანის მოვალეობა და პასუხისმგებლობა გვქონდა და პირობები ყველაზე უარესი გვქონდა. შენობის პრობლემა 10 წელი ვერ გადაჭრა ვერავინ და პრემიერმა გადაჭრა. ძალიან მადლიერი ვარ პრემიერის“, – განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში თენგიზ ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი – შვიდი პარტიის წინადადებების პაკეტში ორი ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ერთს აღვიქვამთ, როგორც ხელისუფლებასთან გარიგების ფორმულას
შემდეგი სტატიაცერცვაძე: საქართველო გამორჩეული იყო – ამას აღიარებდნენ როგორც ჩვენი პაციენტები, ისე უცხოელი პარტნიორები