თენგიზ ცერცვაძე: ინფორმაცია, თითქოს „ბე-ცე-ჟეს“ ვაქცინა კორონავირუსისგან იცავს სანამ ეს არ დადასტურდება, ეს მითია

„ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს „ბე-ცე-ჟეს“ ვაქცინა კორონავირუსისგან იცავს, მაგრამ ეს არავინ არ იცის. სანამ ეს არ დადასტურდება, ეს მითია, მაგრამ რომელიმე მითი შეიძლება დადასტურდეს. ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, ზოგიერთი სერიოზული, ზოგიერთიც არასერიოზული. ყველა ეს მითი დარჩება მითად, სანამ მეცნიერულად არ დადასტურდება”-ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა.

რაც შეეხება ზედაპირებზე და ჰაერში გავრცელებას, ეს არის წვეთოვანი ინფექცია. ამოფრქვეული ვირუსის ნაწილაკები შეწვეთილია შხეფებში, რომელთა დიამეტრიც 5 მიკრონზე მეტია, და ამიტომ ის ჰაერში „ვერ დაფრინავს“. ის დიდხანს ვერ რჩება ჰაერზე და ვერ ვრცელდება დისტანციაზე. სწორედ ამიტომ არის საჭირო სოციალური დისტანციის დაცვა.

სურსათთან მიმართებაში, თუ ეს შხეფები მოხვდა სურსათზე, ვირუსის გავრცელება თეორიულად შესაძლებელია, თუმცა ამის ალბათობა დიდი არაა. დადასტურებულად შეიძლება იმის თქმა, რომ ვირუსს კლავს სადეზინფექციო ხსნარი, რომელიც შეიცავს ან 75%-იან ალკოჰოლს, ან ქლორს. რაც შეეხება ორთქლს, კორონავირუსი 56 გრადუსზე კვდება 30 წუთში, 70 გრადუსზე – 5 წუთში. თუ 70 გრადუსის ქვეშ ამყოფებ 5 წუთის განმავლობაში, ვირუსი მოკვდება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიჩემი სიცოხლე, რომელიც ასეთი ძვირფასია და ქრისტემ ის თავისი სისხლით გამოისყიდა, რას შევწირო? გაციებას?
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძემ დაავადების გავრცელების პიკის საკუთარი პროგნოზიც გააკეთა