თენგიზ ცერცვაძე – იმედი არის, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს პრეპარატ „რემდესევირს“

იმედი არის, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს პრეპარატ „რემდესევირს“. თუ გამართლდა ის იმედები, რომელიც დღეს არის, მაშინ საქართველო ამით კიდევ უფრო დიდი ნაბიჯს გადადგამს წინ, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, კორონავირუსთან საბრძოლველად მედიკამენტი „რემდესევირი“ მოიაზრებოდა ფავორიტად, თუმცა იყო განსხვავებული მოსაზრებებიც.

„როგორც კი გაჩნდა ეს ეპიდემია და არ არსებობდა პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტი, მაშინ დაიწყეს დაახლოებით 15 მედიკამენტის კვლევა, რომელი გაამართლებდა კორონავირუსის სამკურნალოდ. „რემდესევირი“ თავიდანვე მოიაზრებოდა ფავორიტად. მედიკამენტი შეიქმნა „ებოლას“ სამკურნალოდ, თუმცა და თვლიდნენ, რომ ეს იქნებოდა ეფექტური კორონავირუსის დროს. მანამდე თქვენ იცით, რომ ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტომ რეკომენდაცია მისცა „პლაქვენილს“. განიხილებოდა კიდევ რამდენიმე მედიკამენტი, მაგრამ „რემდესევირი“ ითვლებოდა ფარულ ფავორიტად, რომელზეც ამყარებდნენ ყველაზე დიდი იმედს. ერთხანს ეს იმედები არ გამართლდა, იყო კვლევის შედეგები, რომელმაც უჩვენა, რომ „რემდესევირი“ არც ისე ეფექტურია „კოვიდის“ დროს, როგორც თავიდან ეგონათ. ახლა ისევ შეიცვალა სიტუაცია. თქვენ იცით, რომ აშშ-ის ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის ყველაზე ავტორიტეტულმა დირექტორმა, ტონი ფაუჩიმ, რომელიც ჩვენი 20 წლის პარტნიორი და დიდი მეგობარია, გააკეთა საკმაოდ თამამი განცხადება, რომ „რემდესევირი“ ეფექტურია ამ დაავადების დროს. შესაძლოა, ეს იყოს გზა გადარჩენისკენ. ამ დასკვნას ყველა არ ეთანხმება, ისევე როგორ „პლაქვენილს“, მაგრამ დღეს ჭარბობს აზრი, რომ „რემდესევირი“ კარგია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, როდესაც „რემდესევირზე“ კვლევა დაიწყო, მთელი მსოფლიო იდგა რიგში ამ პრეპარატის მისაღებად.

„ჩვენ რომ რიგში ჩავდგეთ, იმის გამო, რომ გვაქვს ძალიან ცოტა ინფიცირებული შემთხვევა და კიდევ უფრო ცოტა გარდაცვლილი, უშანსოდ ვიქნებოდით. ჯერ იმ ქვეყნებს დააკმაყოფილებდნენ, სადაც ბევრი გარდაცვლილი და დაინფიცირებულია. ჩვენს ჯანდაცვსი მინისტრსა დ მთავრობას აქვთ ერთი პრივილეგია, რომ კომპანია, რომელიც საქართველოს აწვდის „ცე ჰეპატიტის“ ელიმინაციის პროგრამისთვის უფასოდ მედიკამენტებს და საერთოდ დიდ პატივს სცემს საქართველოს და მის ჯანდაცვას. ჩვენმა ხელმძღვანელმა ისარგებლა ამ პრივილეგიით და უშუალოდ მიმართა კომპანიას, რომ გაითვალისწინოს საქართველოსთან თანამშრომლობის წარმატებული ისტორია და მისცეს საქართველოს „რემდესევირი“. არის იმედი, რომ საქართველოს იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს „რემდესევირს“. თუ გამართლდა ის იმედები, რომელიც დღეს არის, მაშინ საქართველო ამით კიდევ უფრო დიდი ნაბიჯს გადადგამს წინ. ამაზე მეტი რაღა უნდა ქნას, სულ ექვსი გარდაცვლილი ყავს, მაგრამ მომავალში დაიზღვევს თავს რამე სერიოზული დანაკარგებისგან“, – განაცხდა თენგიზ ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე – საქართველოს, ჯანდაცვის სისტემის საერთაშორისო ავტორიტეტის გამო, აქვს შანსი, ორი ყველაზე პერსპექტიული მედიკამენტი ერთ-ერთმა პირველმა მიიღოს
შემდეგი სტატიანატო ოთხ მკაფიო ნაბიჯს გადადგამს, რათა საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოებაში უფრო მეტად ჩაერთოს