თენგიზ ცერცვაძე: გამორიცხულია, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ ყველა ადამიანს კორონავირუსი გადაედოს

„ჩვენს კლინიკაში, როდესაც პირველი ინფიცირებულები მოთავსდნენ, ერთ-ერთი იყო ცოლ-ქმარი, ცოლი ინფიცირებული იყო, ქმარი – არა. მეორე შემთხვევა სულიერ ძმებს ეხება – ისინი ქალაქ ყუმში იყვნენ – აქაც ერთი ინფიცირებული იყო, მეორე – არა. პრინციპულად არ მიატოვეს ერთმანეთი. ვეუბნებოდით, წადით, არ ხართ ინფიცირებულები, თუმცა პალატაში დარჩნენ. ინფექცია არც ერთს არ გადაედო, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ოთახში ორი კვირის განმავლობაში ცხოვრობდნენ“, -ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.მისივე განცხადებით, გამორიცხულია, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ ყველა ადამიანს კორონავირუსი გადაედოს.

საქართველოში კორონავირუსის 90 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 16 ადამიანი განიკურნა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 276 იმყოფება, კარანტინში – 4534.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე: საქართველოში დაიწყო შიგაგავრცელების ეტაპი, რომელიც შეიცავს გაცილებით დიდ რისკებს, ვიდრე ეს იყო მანამდე
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა უკვე არსებობს, თუმცა მას გამოცდა სჭირდება