თენგიზ ცერცვაძე გამორიცხავს, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ოფიციალური რაოდენობა რეალობას არ შეესაბამება

ეს არის კლასიკური დემაგოგია, – ასე უპასუხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „იმედის კვირის“ ეთერში კითხვას იმის შესახებ, რომ შესაძლოა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ოფიციალური რაოდენობა რეალობას არ შეესაბამებოდეს.

„მე ვიტყვი ერთ რამეს, რომ მთელს მსოფლიოში რეალურად ინფიცირებულთა რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე დარეგისტრირებულია. თუ ამას გულისხმობდა ავტორი ბოდიშს მოვუხდი მაშინ. ეგ ყოველთვის არის ასე. ყოველთვის იქნება ვიღაც უსიმპტომო, მსუბუქი ფორმით, ვინც არ დიაგნოსტირდა. მაგრამ ის სხვა რამეს გულისხმობს. ის გულისხმობს, რომ ჩვენთან რეალურად არ ხდება სწორი დიაგნოსტირება და ხდება დაფარვა. ანუ ჩვენ გვადარებს იმ ქვეყნებს, არ მინდა ჩამოვთვალო ეს ქვეყნები, პოლიტიკური გართულებები არ გამოვიწვიო, მაგრამ იმ ქვეყნებს, რომელ ქვეყნებსაც ჯანმო უბრალოდ არ ენდობა, მათ რიცხვებს არ თვლის მისაღებად, იმიტომ რომ ისინი ან ტყუიან, ან არ აკეთებენ ტესტებს“, – განაცხადა ცერცვაძემ. მისი თქმით, ქვეყანაში შემთხვევების რაოდენობის დამალვა შეუძლებელია, რადგან ანალიზების შედეგები ძალიან ბევრ ადგილას ფიქსირდება.

„არ შეიძლება კარგზე ცუდის თქმა“, – ამბობს ცერცვაძე.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ის ფიქრობს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობია მატება ზომიერად გაგრძელდება.

„მე მაინც მგონია, რომ ეს ტენდენცია გაგრძლედება, იქნება შემთხვევების მატება, მაგრამ ზომიერად. არ ველოდები რამე განსაკუთრებულს, თუმცა თუ პიკი იქნება, შესაძლოა ის იყოს მართლა პიკი და შესაძლოა, იყოს მდორე პიკი, ეს იქნება სადღაც ორი- სამი კვირის მერე“ – განაცხადა თემგიზ ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: გაუგებარია და საწყენია ერთ-ერთის მხრიდან განცხადებები „იმ ბანაკის შესახებ“
შემდეგი სტატიასაჩხერის სამედიცინო ცენტრში ექვს პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა