თენგიზ ცერცვაძე: ეტაპზე 16 წლის ასაკიდან მოქალაქეების აცრა „ფაიზერის“ გარდა, სხვა ვაქცინების შემთხვევაში არ იგეგმება

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე 16 წლის ასაკიდან მოქალაქეების აცრა „ფაიზერის“ გარდა, სხვა ვაქცინების შემთხვევაში არ იგეგმება.

მისივე თქმით, სამომავლოდ გამორიცხული არ არის, რომ კვლევების საფუძველზე 16 წლის და ზემოთ ასაკის მოქალაქეების აცრა დასაშვები იყოს სხვა ვაქცინების გამოყენების დროსაც.

„არ იგეგმება, რადგან მსგავსი კვლევა არ ჩაუტარებიათ და ეს თეორიულადაც არ იგეგმება. ასეთი კვლევა ჩაატარა მხოლოდ „ფაიზერმა“. ახლო მომავალში არ იგეგმება, თორემ, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე თვეში სხვებიც ჩაატარებენ და ისინიც უსაფრთხო იქნება. მაგალითად, ჩინური ვაქცინა მოზრდილებში ყველაზე უსაფრთხოა და რატომ უნდა იყოს სახიფათო ბავშვებში. მაგრამ კვლევა არ ჩატარებულა, კვლევას თუ არ ჩაატარებ, არ გაქვს უფლება ბავშვებში გამოიყენო. „ფაიზერმა“ კვლევა ჩაატარა, ის ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი კომპანიაა და ორშაბათიდან ჩვენთან იწყება 16 წლიდან აცრა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაში„მუზეუმის დანგრევასთან“ დაკავშირებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ინფორმაციას ავრცლებს
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური: “კიდევ ერთხელ, მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე”