თენგიზ ცერცვაძე: ეს ახალგაზრდა ჯანდაცვის მინისტრი რამდენ ფრონტზე იბრძვის და უკვე რამდენს მიაღწია

“იცით, რამხელა საქმეს უმკლავდება ჩვენი ჯანდაცვის მინისტრი, რომლის მიმართაც მთავარი ვექტორი იყო მიმართული? ჯანდაცვაში ძალიან ცუდი მემკვიდრეობა დახვდა.
წინა მინისტრების დროს არ მახსოვს, რომ ასე მოკლე დროში ამდენი რამე გაკეთებულიყო და კარგი, რა! იმიტომ, რომ სასწრაფომ ორი საათი დაიგვიანა, ან იმიტომ, რომ ვიღაცის ჰოსპიტალიზაცია ვერ ხერხდება, რაც მთელ მსოფლიოში ასეა და ბევრად ფართო მასშტაბით, ამისთვის მინისტრზე ასეთი ორკესტრირებული შეტევა როგორ შეიძლება?!
ეს ახალგაზრდა ქალბატონი რამდენ ფრონტზე იბრძვის და უკვე რამდენს მიაღწია – განაცხადა „კოვიდ-19“-ის სამკურნალო კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“.

მისივე განცხადებით, რაკი საქართველოს კარგი შედეგები აქვს, ესე იგი, პროტოკოლი კი არ არის ცუდი, არამედ ოპონენტები, რომლებიც მას ცუდად კითხულობენ.
პროტოკოლს სწორი წაკითხვა უნდა. ოპონენტები რომ იძახიან, ბუნდოვანიაო, ამას კოლმეურნე ან მეშახტე ხომ არ კითხულობს?! ექიმი კითხულობს და ექიმისთვის არ უნდა იყოს ბუნდოვანი. დავუშავათ, იყოს ბუნდოვანი. დაანებოს თავი იმ ბუნდოვან ნაწილს და რაც „გაბოლდებულია“ და ოფიციალური მითითებებია, იმით იხელმძღვანელოს.

მოხიბლული ვარ პანდემიის მანძილზე პრემიერისა და მისი გუნდის მუშაობით, სწორედ ეს იწვევს იმ კატეგორიის ხალხის უკმაყოფილებას.
მოხიბლული ვიყავი მთელი ამ პანდემიის მანძილზე პრემიერის და უშუალოდ მისი გუნდის მუშაობით. ვხედავდი, ქალბატონი მაია ცქიტიშვილი და ამ კოვიდის შტაბი როგორ დონეზე ახდენდა კრიზისის მენეჯმენტს და სწორედ ეს იწვევს იმ კატეგორიის ხალხის უკმაყოფილებას, რომელსაც სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდა. აი, ეს არის ორკესტრირებული შეტევის მთავარი და ერთადერთი მიზეზი– განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე – როდესაც ჩვენ ტესტირების რაოდენობა ორჯერ გავზარდეთ, გამოვავლენთ ორჯერ მეტ ინფიცირებულს, ხოლო გამოუვლენელი დარჩება ცოტა და მიზანიც სწორედ ეს არის
შემდეგი სტატია„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავეს