თენგიზ ცერცვაძე: ექვსი თუ შვიდი მედიკამენტიდან, რომლებიც გამოცდას გადიოდა ჩინეთში, იტალიაში, აშშ და სხვაგან, ერთის გარდა ყველა გვაქვს

გამოცდას გადის ხუთი-ექვსი მედიკამენტი და ზოგიერთი მათგანის წინასწარი მონაცემები დამაიმედებელია, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“.

„შეიძლება ითქვას, ამ ხუთი, ექვსი თუ შვიდი მედიკამენტიდან, რომლებიც გამოცდას გადიოდა ჩინეთში, იტალიაში, აშშ და სხვაგან, ერთის გარდა ყველა გვაქვს და უკვე ვიყენებთ. რაც შეეხება იმ ერთ მედიკამენტს, ის არც ერთ ქვეყანაში არ არის გაყიდვაში. იმიტომ, რომ ის არ იყო სხვა დაავადების წინააღმდეგ გამოყენებული. ის ებოლას სამკურნალოდ იყო შექმნილი. ამ მედიკამენტმა ებოლას დროს ვერ იმუშავა, მაგრამ ახლა ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, კორონავირუსზე იმუშაოს. ქვეყნის ხელმძღვანელობა ზომებს ახორციელებს ამ ჩვენთან არარსებული ერთადერთი მედიკამენტის მისაღებადაც“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე: მეოთხეული და მეხუთეული გადაცემების დაწყება გარდაუვალია
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხი თუ დადგება, მე მხარს დავუჭერ