თენგიზ ცერცვაძე: ჩვენ მასობრივად არ დაგვიწყია აგრესიული ტესტირება, მაგრამ ვტესტავთ ყველას, ვისაც ეს სჭირდება

“ყველა ქვეყანა ირჩევს ტესტირების გზას, რისი რესურსიც გააჩნია. ჩვენ მასობრივად არ დაგვიწყია აგრესიული ტესტირება, მაგრამ ვტესტავთ ყველას, ვისაც ეს სჭირდება”, – ასე აფასებს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე საქართველოში ტესტირებასთან დაკავშირებულ საკითხს.

მისი თქმით, საქართველომ მსგავსი მიდგომა აირჩია და ეს აღმოჩნდა წარმატებული, მათ შორის ამერიკასა და ბევრ განვითარებულ ქვეყანაზე მეტად.

“ამიტომაა რომ შედარებით მოკრძალებული ციფრით ტესტირების, ვდებთ უკეთეს შედეგებს ვიდრე იტალია, ამერიკა და სხვები. ისინი ტესტავენ გაცილებით მეტ შემთხვევას, მაგრამ შედეგი არ ჩანს. იმის ალტერნატივად, რომ ტესტების დიდი რაოდენობა არ გვქონდა, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო ხარისხს უკავშირებს, ეს პრობლემა კი ნამდვილადაა მსოფლიოში, ამ ვითარებას ჩვენ დავუპირისიპირეთ ტაქტიკა ალგორითმის, კასკადისა და პროტოკოლების. ყველა პიროვნება, ვისაც რაიმე სიმპტომი აქვს, ან კონტაქტში იმყოფებოდა საეჭვო პირთან, აქვს უფლება დარეკოს ცხელ ხაზზე, გადამისამართდეს სპეციალურად შერჩეულ ოჯახის ექიმთან, გაივლის კონსულტაციას და თუ მცირე საბაბი მაინც არსებობს, მათ ამისამართებენ ცხელების ცენტრებში. აქ უკვე მათ ტესტირებას უტარებენ. ასეთი მოდელი არცერთ ქვეყანას არ აქვს და ეს გვაძლევს საშუალებას მცირე რაოდენობის ტესტირებით მივაღწიოთ შედეგებს. გერმანიამ აიღო სხვა ტაქტიკა, ყველას ტესტავს და ეს კარგია”,-აცხადებს  „ჯანმრთელობის ფორმულას“ ეთერში თენგიზ ცერცვაძე.

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა კორონავისურის საწინააღმდეგოდ გამოყენებულ პრეპარატ „პლაქვენილზე“ ახალი კვლევის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, შვეიცარიაში გეგმავენ ამ პრეპარატის შესწავლას, როგორც საპროფილაქტიკო საშუალების.

„შვეიცარიის სამმა უნივერსიტეტმა დააანონსა უზარმაზარი, ძვირადღირებული დაფინანსებული კვლევის დაწყება, რომ პლაქვენილის ეფექტურობა შეისწავლოს არა როგორც სამკურნალო, არამედ საპროფილაქტიკო საშუალება, რომელიც აქამდე არც მე მითქვამს და არც არავის. ჩვენ რომ პროტოკოლში, მისი საპროფილაკტიკო გამოყენება გვქონოდა, მაშინ გენახათ, რა ამბავი ატდებოდა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „ფორმულას“ ეთერში.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, „პლაქვენილი“ უნდა დაენიშნოს საშუალო სიმძიმის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს. „ეს ფორმულირება ეყრდნობა ამერიკის წამლის და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციის ოფიციალურ რეკომენდაციას რომელიც დაიდო 28 მარტს. ეს ორგანიზაცია არის მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული, რომელიც წყვეტს, რომელი მედიკამენტი რომელი დაავადების წინააღმდეგ უნდა იყოს გამოყენებული.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ტყემალაძე: „თბილისის საკრებულო სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების კამპანიას აგრძელებს”
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: „ჩვენი, როგორც მეგობრის ვალია შევახსენოთ ჩვენ უკრაინელ მეგობრებს, თუ რას ნიშნავს სააკაშვილის აქტიური ყოფნა პოლიტიკურ სივრცეში“