ცერცვაძე: ხელისუფლება წარმატებით მართავს ვირუსს, ძალიან გაზრდილი ნაკადის მიუხედავად, სიკვდილიანობა ისევ დაბალია

ავადმყოფების რიცხვის მატება გარდაუვალი იყო, ასეა მთელ მსოფლიოში, პროცესის წარმატებით მართვა კი გამოიხატება იმაში, რომ გაზრდილ ნაკადი იმართება ისე, რომ სიკვდილიანობა ისევ ისე დაბალია ამბობენ, რომ ადრე ქვეყანა წარმატებით მართავდა კოვიდს, მათ შორის, სახელისუფლებო ვერტიკალი და პირადად პრემიერი, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ავადმყოფების დაბალი რიცხვი გვყავდა ახლა რახან ავადმყოფების რიცხვმა მკვეთრად მოიმატა, ახლა ვეღარ მართავს, ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის, რომ სახელისუფლებო ვერტიკალი წარმატებით მართავს პროცესს, გამოიხატება იმაში, რომ ავადმყოფების ძალიან გაზრდილ ნაკადს მართავს ისე, რომ სიკვდილიანობა ისევ ისე დაბალია. „ავადმყოფების რიცხვის მატება გარდაუვალი იყო, ასეა მთელ მსოფლიოში. ის, რომ სახელისუფლებო ვერტიკალი წარმატებით მართავს პროცესს, გამოიხატება იმაში, რომ ავადმყოფების ძალიან გაზრდილ ნაკადს მართავს ისე, რომ სიკვდილიანობა ისევ ისე დაბალია.

არც ერთ პაციენტს, თუ ორ სამ კვირიან ჩავარდნას არ ჩავთვლით აჭარაში სექტემბერში, არ უგვიანდებათ ტესტების პასუხი. ყველა პაციენტი კომუნიკაციაშია ექიმთან, ხდება ტრიაჟი, პაციენტების ნაწილი რჩება ბინაში, ნაწილი საკარანტინო სასტუმროებში და ვისაც სჭირდება, ყველა მათგანი ჰოსპიტალიზებულია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. მისი თქმით, საქართველოს კლინიკებში 4 300 საწოლია მობილიზებული, რაც დღეისთვის საჭიროზე მეტია.

„საქართველოს კლინიკებში 4 300 საწოლია მობილიზებული, რაც დღეისთვის საჭიროზე მეტია. რამდენიმე ასეული საწოლი არის თავისუფალი და არავითარი პრობლემა არ არსებობს იმისა, რომ ყველა პაციენტი, ვისაც სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ამ მხრივ პრობლემა შეექმნას. თუკი ერთეული შემთხვევები არის და ამაზე მახვილდება ყურადღება, ზოგჯერ თავად პაციენტის,ზოგჯერ ჟურნალისტის, ზოგჯერ უბრალოდ ანგაჟირებული და ტენდენციური ადამიანების მხრიდან, დამიჯერეთ, ასეთი შემთხვევები გამონაკლისია”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი – დღეს არის მინიმუმ 4 000 საწოლი მზადყოფნაში, ამოცანა არის, რომ არსებობდეს მათ შორის დაახლოებით 800-დან 1000-მდე თავისუფალი საწოლი მზადყოფნაში
შემდეგი სტატიალევან მიქელაძე: 2 კაცი დავინახე, სროლა-სროლით მომსდევდნენ