თენგიზ ცერცვაძე – არ მგონია, „მწვანე პასპორტმა“ სერიოზული გარდატეხა მოახდინოს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს არ აქვს მოლოდინი, რომ დღეიდან ე.წ „მწვანე პასპორტის“ ამოქმედება ეპიდვითარებაში გარდამტეხ ცვლილებას შეიტანს.

„რომ გითხრათ, ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, ეს ასე არ არის. აღსრულების მექანიზმი ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის არასაკმარისია, ისევე, როგორც არასაკმარისი იყო პირბადის ტარებაზე. ამიტომ, არ მგონია, ამან ძალიან სერიოზული გარდატეხა შეიტანოს, მაგრამ ერთი ფაქტორი მაინც იქნება, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი შემთხვევების ზრდის შემცირებას და იქნება დამატებითი, ერთ-ერთი სტიმული იმისთვის, რომ მოსახლეობის უფრო მეტმა ნაწილმა ჩაიტაროს აცრა.

აქვე იქნება ალბათ, კითხვა იმის თაობაზე, როგორ ვუყურებ იმას, რომ ყველა კოვიდგადატანილს „მწვანე პასპორტი“ ეძლევა. ეს საკოორდინაციო საბჭოს ძალიან სერიოზული შეცდომაა, რომ ყველა კოვიდგადატანილს თანაბრად აძლევს „მწვანე პასპორტს“, რადგან კოვიდის გადატანიდან იმუნიტეტი 6 თვე გრძელდება. მათ, ვითაც კოვიდი ბოლო 6 თვეში აქვს გადატანილი, მათ უნდა მიეცეთ „მწვანე პასპორტი“, ასეა სხვა ქვეყნებში. საქართველოს ექნება ორი კოვიდპასპორტი, ერთი უცხოელებისთვის, სადაც ბოლო 6 თვის კოვიდი ჩაითვლება და მეორე, შიდა მოხმარებისთვის, სადაც ყველა კოვიდგადატანილი ჩაითვლება, ეს სწორი არ არის და იმედი მაქვს, ამას გამოასწორებენ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი – ბესიკ თამლიანმა პოლიციელი კი არ სცემა, პირიქით, განმუხტა სიტუაცია, დააწვინა ქვემოთ და შემდგომ გადმოხტა
შემდეგი სტატიარეფორმის გაგრძელებაზე უარი, ეჭვქვეშ დააყენებს მმართველი პარტიის სანდოობას – არასამთავრობოები კობახიძეს პასუხობენ