თენგიზ ცერცვაძე ამ შემთხევვაში მართალია და მის კომპეტენციაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება

პლაქვენილის გამოყენებზე უსაგნოა დავა. რასაც ჩვენ ვაკეთებთ ისაა, რომ არ ვავნებთ პაციენტს. თენგიზ ცერცვაძე ამ შემთხევვაში მართალია და მის კომპეტენციაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელმა, დავით გადელიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ექიმების მიერ კორონავირუსზე მიღებულ გაიდლაინში ცვლილებების შეტანა ნებისმიერ დროს შეიძლება. „როცა ეს გაიდლანი მივიღეთ, არ გვითქვამს, რომ ეს დოკუმენტი არ შეიცვლებოდა. ამ გაიდლაინში ცვლილებები მოხდება და შესაძლოა ახლაც მოხდეს. ვირუსი არის ახალი და გარკვეულწილად შეცდომებს ყველა ვუშვებთ მისი მკურნალობის დროს. სხვადასხვა პრეპარატის მოსინჯვა ხდება. რადგან არ არსებობს მედიკამენტი, რომელიც ცალსახად კორონავირუსზე მოქმედებს.

ძირითადად საუბარია ოთხ მედიკამენტზე, რომელიც მოწოდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და გვთხოვენ, რომ ამ მედიკამენტების კვლევაში ჩავერთოთ. მათ შორის არის პლაქვენილი. ამ მედიკამენტს ვიყენებთ და სხვა წამლებსაც. როცა არის ფილტვების ანთება, ვიყენებთ პლაქვენილს, სხვა შემთხვევაშიც ხდება ამ მედიკამენტის გამოყენება. იყო შემთხვევა ეს წამალი არ გამოვიყენეთ, მაგრამ როცა ჩავრთეთ, ძალიან მალე მოხდა პნევმონიის ალაგება“, – აღნიშნა დავით გადელიამ.

საქართველოში კორონავირუსი 408 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 95 უკვე გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

banner
წინა სტატიაშიტვ ,,პირველის,, მთავარი პროდუსერის თანამდებობა ნოდარ მელაძემ დაიკავა
შემდეგი სტატიასაკმარისია შეხედო ფინანსთა მინისტრს და მიხვდე, რომ მაქსიმუმ „ნახალოვკის“ რომელიმე ბირჟაზე დაელაპარაკოს ვინმე