თენგიზ ცერცვაძე: 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, რამდენიმე ავადმყოფის კი პრობლემური

ამ დროისთვის ინფექციურ საავადამყოფოში სულ წევს 46 ავადმყოფი, მათგან 30 კორონავირისით დაინფიცირებულია, ამის გარდა 7 ქვეყნის სხვადასხვა კლინიკაშია მოთავსებული. ამ დროისთვის ვითარება არ შეცვლილა და ინფიცირებულთა რაოდენოა კვლავ 38-ია-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 ორი პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, რამდენიმე არის პრობლემური, რამდენადაც მათ აქვთ ასაკი და თანმხლები დაავადებები. მაგალითად, მაღალი არტერიული წნევა, გულის უკმარისობა ან ასთმა“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

„პნევმონია აქვს სულ 11 პაციენტს. ველოდებით 12 ადამიანის ანალიზის პასუხს. რაც შეეხება არასრულწოვნებს, მათი მდგომარეობა მსუბუქია”- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიმარტვილის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდა
შემდეგი სტატიამომავალ კვირას ალბათ დაფიქსირდება მეოთხეული და მეხუთეული გადაცემების შემთხვევები