დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში, სადაც მსახიობ თენგიზ არჩვაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, მიდიან საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის პოლიტიკოსები. არტისტის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე.