თემურ ქეცბაიამ “ორენბურგი” დატოვა

ქეცბაია

თემურ ქეცბაიამ “ორენბურგი” დატოვა. რუსული საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მხარეებმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

ორენბურგის ახალი მწვრთნელი ვლადიმირ ფედოტოვი იქნება.

რუსეთის პირველ დივიზიონში ქართველი მწვრთნელის ხელმძღვანელობით “ორენბურგმა” 8 მატჩი გამართა და 3 მოიგო. ერთი შეხვედრა ფრედ დაასრულა, ხოლო 4-ში ქეცბაიას გუნდი დამარცხდა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ რუსული მედია ავრცელებდა ინფორმაციას ქეცბაიას მხრიდან კლუბის დატოვების შესახებ, რაც გუშინ “ორენბურგის” პრეზიდენტმა კატეგორიულად უარყო.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია – წინ არაფერი უდგას იმას, რომ პეკინის ქუჩა ცალმხრივი გახდეს
შემდეგი სტატიამთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაცია გრძელდება