თემურ ქათამაძე წერილს ავრცელებს

“ჩემო თანამებრძოლო დებო და ძმებო!
ლაჩრულად ვერაგულად მე კი გამიტაცეს-გამაგდეს ჩემი სათაყვანებელი საქართველოდან, მაგრამ ყველამ იცოდეს, მე ფარხმალი არ დამიყრია! ჯერ ადრეა დანებება! ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ისევ თქვენს გვერდით ვარ, უფრო გაძლიერებული, უფრო გაბრაზებული და, რაც მთავარია, სრულად თავისუფალი
ჩემი ბრძოლა სამშობლოსთვის აქედანაც გრძელდება! ბოლომდე! გამარჯვებამდე! თუმცა, ჩემი დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, სხვა და უფრო ეფეწქტიანი ფორმით, მანამ, სანამ ყველა ერთად დედა სამშობლოში გამარჯვებას არ ვიზეიმებთ
ასევე, 11,06,2025 03:07 საათზე, საქართველო-თურქეთის საზღვარზე, ხმამაღლა რაც დავპირდი მიგრადიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, თემურ ცერცვაძეს, ჩემი უკანონო ექტრადირების დამსწრე 100-მდე (ქართველი თურქი) პოლიციელის წინაშე, ჩემი მარჯვენა მუშტის მაღლა აწევით, მალე შევასრულებ იმ პირობას, როგორც “ჯინიანი ქართველი“, ივანიშვილის რუსულ რეჟიმს მალე ვაჩვენებ სეირს!
მხოლოდ ერთი პირადი სათხოვარი მაქვს თქვენთან, ჩემი სული და გული, ჩემი ნინო მარტო დარჩა იქ და უსინდისოებს მიზანში ყავთ აყვანილი. ნინო არ დამიტოვოთ მარტო! ჩემ დაბრუნებამდე მას ეპატრონეთ, გთხოვთ!
რაც შეეხება ჩემს მთავარ სათხოვარს თქვენთან ისევ უცვლელი რჩება: “არასოდეს, არასოდეს არ დანებდეთ!“ (საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე)
თქვენი ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე“ -წერია თემურ ქათამაძის წერილში

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლის, ვანო ნადირაძის ცხედარი თბილისში ჩამოასვენეს
შემდეგი სტატიახაზარაძე: თავისუფლების მოყვარულ და მებრძოლ წალენჯიხელებს მინდა მოგილოცოთ არტ-მეურნეობაში თეატრალური პრემიერა