თემურ ჯანაშიას ადვოკატი ბექა ბასილაია ვეღარ დაიცავს

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულის, თემურ ჯანაშიას ადვოკატი ბექა ბასილაია ვეღარ იქნება. სააპელაციო სასამართლომ გაძევებული ადვოკატის ბექა ბასილაიას შუამდგომლობა, სხდომაზე დაბრუნების შესახებ, არ დააკმაყოფილა, თუმცა მისთვის დაკისრებული ჯარიმის გადაწყვეტილება გააუქმა.

თემურ ჯანაშიას განცხადებით, ჯერ არ გადაუწყვეტია, აიყვანს თუ არა სხვა ადვოკატს. მისი თქმით, ამას მომავალ სხდომამდე გადაწყვეტს, რომელიც 21 თებერვალს ჩაინიშნა. სწორედ 21 თებერვალს იგეგმება ბრალდების მხარის მოწმის, ფინანსთა ყოფილი მინისტრის კახა ბაინდურაშვილის დაკითხვის გაგრძელება.

ბექა ბასილაია დაუმორჩილებლობის მოტივით, მოსამართლემ წინა სხდომაზე გააძევა. ადვოკატმა ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროს თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ ცხრა მილიონამდე ლარის გაფლანგვას ედავება.

banner
წინა სტატიაში„საქმე ეხება ჩანაწერს“ – ელისო კილაძე პროკურატურაში დაიბარეს
შემდეგი სტატია“არაერთი ვერსია გვაქვს” – ბორცვაძე ფარული კადრების გარცელებაზე