თემურ ჯანაშია: საქართველოს უშიშროების მინისტრი უკანა კარიდან გაიქცა მოსკოვში

იგორ გიორგაძე საქართველოში დასაბრუნებლად სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება და ამტკიცებს, რომ 20 წლის განმავლობაში პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.

პროცესი მოწმეთა დაკითხვის სტადიაზე იმყოფება. კურიერი ესაუბრა რამდენიმე ადამიანს, ვინც ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმისა და შემდგომი მოვლენების მოწმე გახდა.

1995 წელს განვითარებულ მოვლენებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი იხსენებს.

თემურ ჯანაშია იგორ გიორგაძეზეც საუბრობს და ამბობს, რომ ის ნამდვილად არაჩვეულებრივი ადამიანია, რადგან მოახერხა და 21 წლის განმავლობაში დაუსჯელად, თავისუფლად გადაადგილდება.

„გამოძიება დაიწყო, ხალხმა როგორც ვიცი სასჯელიც მოიხადა. რაც შეეხება გიორგაძეს, ის უკანა კარიდან გაიქცა საქართველოს უშიშროების მინისტრი წავიდა გე ერ ვე ზე-ს ბაზიდან გაფრინდა და წავიდა მოსკოვში. 21 წელია უკვე რუსეთის ტერიტორიას ვერ ტოვებს. იმ შეფასებაშიც ვეთანხმები ზოგიერთ პოლიტიკოსს, რომ არაჩვეულებრივი ადამიანია, რა თქმა უდნა არაჩვეულებრივი ადამიანია იმიტომ, რომ 21 წლის განმავლობაში დაუსჯელად დადის და ასე აპირებს ის კაცი ცხოვრებას,“-განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

banner
წინა სტატიაში“პოლიტიკური დევნილის სტატუსი – ასეთი რამ ბატონ იგორ გიორგაძეს მინიჭებული არ აქვს“
შემდეგი სტატიაახალციხის მერიამ “ნაციონალურ მოძრაობას” შეკრებაზე უარი უთხრა