„ეს არის ჩვეულებრივი ვენდეტა, რომელსაც ახორციელებს ივანიშვილის რეჟიმი და მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობა დასრულდება მაშინ, როდესაც შეიცვლება ხელისუფლება არჩევნების გზით.“ – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თემურ ჯანაშიამ
„დღევანდელი სასამართლო ალბათ გაგრძელდება მტკიცებულებების გამოკვლევით. ჩვენი ევროპელი მეგობრები, თუნდა მიუნხენის კონფერენციაზე, მთელი ცივილიზებული სამყარო მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიან მოპყრობას და რაოდენ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, თვითონ მიხეილ სააკაშვილის დასწრება მიუნხენის კონფერენციაზე – მისი ხარჯები, მისი სტუმრის დაპატიჟება და ა.შ., ისიც ამ საქმეში დევს და შერაცხულია როგორც პირადი დანაშაულებრივი მოქმედება, ეს არის ძირითადი ასპექტი ამ საქმის, ეს არის ჩვეულებრივად ვენდეტა, რომელსაც ახორციელებს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება და რა თქმა უნდა,ეს მოგვარდება მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებით, ეს საქმე დამთავრდება მაშინ, როცა შეიცვლება ხელისუფლება არჩევნების გზით.“ – განაცხადა თემურ ჯანაშიამ