თემურ გრიგალაშვილი თბილისის მერს პოსტის დატოვებისაკენ მოუწოდებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 20, 2015 14:21

თემურ გრიგალაშვილი თბილისის მერს პოსტის დატოვებისაკენ მოუწოდებს

საკრებულოს უმცირესობა თბილისის მერს პოსტის დატოვებისაკენ მოუწოდესდედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა-თბილისი“ წევრი თემურ გრიგალაშვილი, თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე უკმაყოფილებას გამოთქვამს და თბილისის მერს პოსტის დატოვებისაკენ მოუწოდა.დეპუტატმა დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პროირიტეტების არასწორ გადანაწილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქის აღმასრულებელ სტრუქტურებში მიმდინარე ატროფიზაციის პროცესი ყოველდღიურ ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება. თემურ გრიგალაშვილი ბრიფინგზე ხელფასების ზრდის თემასაც შეეხო და განაცხადა,რომ ნაცვლად მათი შეთავაზებისა, რომელიც ავტობუსები მძღოლებისთვის, ბაგა-ბაღების აღმზრდელების, ასევე დამსუფთავებლებისთვისა და დედაქალაქისათვის სხვა მნიშვნელოვანი საქმიანობით დაკავებული ადამიანებისთვის ხელფასების 20% -იან ზრდას გულისხმობდა, დავით ნარმანია, ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ხელფასებს მხოლოდ საკუთარ ჩინოვნიკებს უზრდის.საკრებულოს წევრმა ეჭვი საბიუჯეტო თანხების გაფლანგავის შესაძლებლობის თაობაზეც გამოთქვა.,,ჯამში, სახეზე გვაქვს ჩიხური სიტუაცია და გამოსავალი ამ მდგომარეობიდან მხოლოდ ერთია. დავით ნარმანიამ უნდა დატოვის პოსტი და მისი ადგილი დაიკავოს გამოცდილმა, პასუხისმგებლობის მქონე და საქმის კეთებაზე ორიენტირებულმა პირმა“-განაცხადა თემურ გრიგალაშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 20, 2015 14:21

Google სტატისტიკა


2,719
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics