თემურ ჭყონია: წლევანდელი არჩევნები განსაკუთრებით გამოირჩევა მაღალინტელექტუალობით, სამშობლოს სიყვარულით

“ნანა მალაშხიამ თავისი დროშით შეასრულა უდიდესი როლი, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი გვაქვს… ის არის სიაში, არ უნდა მივცეთ ხმა?!”, – ამის შესახებ ბიზნესმენი, “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დამფუძნებელი თემურ ჭყონია “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი არჩევნები ნათია გოგსაძესთან და თეა ადეიშვილთან ერთად” საუბრობს.

ნანა მალაშხია, ნომერ პირველია სიაში, ყველა ადამიანს ხომ თავისი დაფასება აქვს. ნანა მალაშხიამ იმ დემონსტრაციით, თავისი დროშით, შეასრულა უდიდესი როლი, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო. დამიჯერებთ თუ არა? ეს ემოციური მომენტი კი არ არის, მართლა ასე იყო. და არის სიაში. არ მივცეთ ხმა? ქალი ევროკავშირის დროშით, ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს… ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, სიებს უნდა გადავხედოთ, არის ცეკას ინსტრუქტორები, ყოფილი რაიკომის მდივნები… – აცხადებს თემურ ჭყონია.

წლევანდელი არჩევნები განსაკუთრებით გამოირჩევა მაღალინტელექტუალობით, სამშობლოს სიყვარულით, თუ შეადარებთ, ვთქვათ, აქციებს, ნახავთ, რომ ხარისხობრივად, შემადგენლობით, მოწოდებით, ახალგაზრდების განსაკუთრებული, გულითადი, ძალიან დიდი სიმდიდრით ჩართვით, ჩვენ ევროპას დავუმტკიცეთ, რომ ჩვენ ევროპელები ვართ.

დღევანდელმა აქციამ კიდევ ერხელ აჩვენა მთელ ევროპას, ჩვენ ევროპის კანდიდატის სტატუსი ზუსტად ასეთი აქციებით მივიღეთ და არა იმ რეფორმებით ან რაღაც შესრულებებით, რომელიც ჩვენ ევროპამ დაგვავალა და მოგვანიჭა”, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.

banner
წინა სტატიაშილევან სანიკიძე: მოვიდა წარმოუდგენელი რაოდენობის ადამიანი, რომელსაც სურს ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, დემოკრატია და საქართველოს ევროინტეგრაცია
შემდეგი სტატიამოქალაქე, რომელსაც გაადგილება უჭირს გადასატანი ყუთის სიაში არ შეიყვანეს