„ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ჩამოხსნილია ევროკავშირის დროშა და დარწმუნებული ვარ, ეს არის „ქართული ოცნების“ პრორუსული და ანტიდასავლური პოლიტიკის გაგრძლება.“ -განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თემურ ცამციშვილმა.
დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თემურ ცამციშვილმა ბრიფინგი ჩაატარა, სადაც „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირის გამქრალ დროშებზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს არის მმართველი პარტიის პრორუსული და ანტიდასვლური პოლიტიკის გაგრძლება;
„ქუთაისში არსებული უამრავი ინფრასტრუქტურული , ,ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემების ფონზე ეს საკითხი შეიძლება ვიღაცას მეორეხარისხოვნად მოეჩვენოს,მაგრამ ის, რომ არცერთი ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შენობის წინ არ არ არის ევროკავშირის დროშა და რეალურად ჩამოხსნილია ევროკავშირის დროშები .მე დარწმუნებული ვარ ,რომ ეს არის „ქართული ოცნების“ პრორუსული და ანტიდასავლური პოლიტიკის გაგრძელება და გატარება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე .შევახსენე ქუთაისის მერს მისი 25 წლიანი გამოცდილება არასამთავრობო სექტორში ,როდესაც მან ევროკავშირისგან უამრავი დაფინანსება მიიღო,როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა და ხელმძღვანელმა თუ ეს არ ახსოვს ,ასევე შევახსენე,რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროკავშირმა ქუთაისში,როდესაც ისინი მერიამ ამ პერიოდში 27 მილიონი ლარი დახარჯა ქუთაისში ინფრასტრუქტურულ პროექტებში და სიმბოლურად ევროკავშირის დროშის დატოვება მინდოდა მუნიციპალიტეტში შევუტანე თანამშრომლებს ,მაგრამ თავმჯდომარე არ იყო და არც პასუხისმგებელი პირი არავინ იყო და თანამშრომლებმა დროშა ვერ დაიტოვეს ,მეტიც გაიწივნენ გვერდზე და რაც გვეკარებოდნენ ახლოს .ეს კადრებში გამოჩნდება.“ – განაცხადა თემურ ცამციშვილმა.