თემურ ალასანიამ შსს-ში მისვლაზე უარი თქვა და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება

შსს თემურ ალასანიას გამოკითხვას კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აპირებს.

შსს-ში აცხადებენ, რომ ალასანიამ უწყებაში გამოცხადებაზე უარი თქვა, შესაბამისად მაგისტრატი მოსამართლის წინაშე სასამართლოში გამოიკითხება.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება 2018 წელს დაიწყო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გრძელდება.” – აცხადებენ შსს-ში

banner
წინა სტატიაშიუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 დეკემბრისთვის
შემდეგი სტატიაბოკუჩავა სააკაშვილის ჯანმრთელობაზე: გაუმჯობესება არ არის