თემურ აბაზოვი – მოლოდინი მაქვს, რომ მოსამართლე მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და გამამართლებს

რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის, აზერ სულიემანოვის, ელჩინ გულიევისა და რამინ ალახვერდიევის საქმეზე, მოწმეთა დაკითხვა დასრულდა. დღეს სასამართლოს მიერ ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის გამომძიებლები დაიკითხნენ, რომელთაც გამოძიების პროცესში მოძიებულ და მოკვლეულ მტკიცებულებებზე ისაუბრეს.

სხდომას ესწრებოდა თემურ აბაზოვი. მისი განცხადებით, ის უდანაშაულოა და იმედი აქვს, რომ სასამართლო მას გაამართლებს.

„მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ვარ უდანაშაულო, ვარ მსხვერპლი, ჩემი ოჯახია პირველ რიგში მსხვერპლი. მოლოდინი მაქვს, რომ მოსამართლე მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და გამამართლებს. შედგა საპროცესო გარიგება, შემეფარდა გირაო. ხედავთ, რომ ჩვენ პროცესზე ჩვეულ რეჟიმში ვცხადდებით ხელს არ ვუშლით სასამართლო პროცესს” – განაცხადა სხდომის დასრულებისას თემურ აბაზოვმა.

თემურ აბაზოვი პროკურატურამ 13 ივნისს დააკავა, მას ელჩინ ალახვერდიევის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა ედება ბრალად. სასამართლომ აბაზოვი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

banner
წინა სტატიაშიჯარისკაცის ცემასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო და თუ გამოვლინდა დანაშაულის ნიშნები, ვინც არ უნდა იყოს, კანონის წინაშე აგებს პასუხს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა