თემქის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის სტიქაროსანი კორონავირუსით დაინფიცირდა

თემქის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის სტიქაროსანი კორონავირუსით დაინფიცირდა, – ინფორმაციას ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ტაძრის წინამძღვარი მამა სერაფიმე ადასტურებს, რომელიც თვითიზოლაციაშია. მისი თქმით, სტიქაროსნის დაინფიცირების წყარო ოჯახია და არა ეკლესია.

„მას შემდეგ, რაც სტიქაროსნის ბაბუას კორონავირუსი დაუდასტურდა, იგი ჩვენთან მსახურებაზე აღარ დამდგარა, იმიტომ, რომ ასეთი ადამიანი მირჩევნია, რომ ცოტა ხანი დათხოვნილი ყოფილიყო მსახურებიდან და ტაძარში არ მოსულიყო. მას კორონავირუსი დადასტურებული აქვს. ექიმებსაც ვესაუბრე და მითხრეს, რომ იგი მკურნალობს. პირადად დავინტერესდი, რადგან ეს არ არის სათამაშო თემა. სტიქაროსნის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია მრევლს დღეს გავაცანით, რადგან მე თვითონ გვიან გავიგე ეს დაზუსტებით. დღეს ჩვენი მეგობარი სასულიერო პირი ატარებდა დღესასწაულზე წირვას. შეიძლება მე დღეს იქაც არ უნდა ვყოფილიყავი, რადგან გუშინ სრული ინფორმაცია მივიღე ამ ბავშვთან დაკავშირებით, პირბადით, უსაფრთხოების ზომების დაცვით, დისტანციის დაცვით ჩვენს მრევლს მსახურების შემდეგ გამოვუცხადეთ, რომ ასეთი რაღაც დადასტურდა,“ – განაცხადა მამა სერაფიმემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში“.

banner
წინა სტატიაშიმარტვილის მუნიციპალიტეტ სოფელ ნაგვაზაოს მკვიდრს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ჩვენს მშობლებს, ოჯახსა და ახლობლებს, გავუფრთხილდეთ ჩვენს გმირ ექიმებს, რომლებიც დღეს თავდაუზოგავად იბრძვიან ჩვენი ჯანმრთელობისთვის